თეგებით ძიება

რა გავლენა აქვს ტურიზმს უძრავი ქონების ბაზარზე და რომელ უბნებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

მდიდარი ისტორია, ულამაზესი ბუნება, უგემრიელესი კერძები და ქართველების თანდაყოლილი სტუმართმოყვარეობა ისაა, რაც  ტურისტებს მთელი მსოფლიოდან საქართველოსკენ იზიდავთ. გასაკვირი არაა, რომ დღეს ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს და ეკონომიკაზე მისი გავლენა მრავალმხრივია, თუმცა ამჯერად განვიხილოთ როგორია ტურისტული სექტორის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ ტენდენციებს უნდა ველოდოთ მომავალში. 

2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა დღიური გაქირავების ბინებზე მოთხოვნა - თბილისში ბინებს დღიურად უამრავი უცხოელი ვიზიტორი და ტურისტი ქირაობს. ყველაზე მაღალი მოთხოვნა  საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე და დავით აღმაშენებლის მოედანზეა. რუსი და უკრაინელი ტურისტები უფრო მეტად ძველი თბილისის უბნებით ინტერესდებიან. ტურისტული ბუმი განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, ივლის-აგვისტოს თვეებში იგრძნობა. ძირითადად ბინებს დღიურად ქირაობენ მახლობელი აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რეგიონიდან, მათ შორის ყველაზე მეტად ირანიდან და არაბული სამყაროს ქვეყნებიდან, როგორიცაა ნავთობით მდიდარი ქვეყნები: საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, ყატარი, ქუვეითი, ომანი, ერაყი და სხვ. 

ბინის ქირა ძველ კორპუსებში შედარებით იაფია. ახალაშენებულ კორპუსებში ბევრი კომფორტული და ულტრათანამედროვე ბინა ქირავდება, რომლის ღირებულება ძველ კორპუსებთან შედარებით მაღალია, თუმცა პრესტიჟულ სასტუმროებთან შედარებით გაცილებით დაბალი.  

ზამთარში და განსაკუთრებით თებერვალში დღიურად ბინის ქირაობა გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება. 

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 3 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმის სტატისტიკაში პირველ ათეულში EU-ს არცერთი წევრი ქვეყანა არაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა