თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

ფაშინიანის არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სომხეთის „კეთილი ზრახვების“ დადასტურებად - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, მშვიდობის დამყარების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებებს გამოეხმაურა.

უწყების პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, ფაშინიანის არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სომხეთის „კეთილი ზრახვების“ დადასტურებად.

„სომხეთი ნამდვილად თუ არის დაინტერესებული მეზობლებთან მშვიდობის დამყარებით, რატომ ერიდებით ყველა შესაძლო საშუალებით პრეტენზიებზე უარის თქმის პროცესის დაწყებას ტერიტორიაზე, რომელსაც თქვენ უწოდებთ „დასავლეთ სომხეთს“ და „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას?“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა