თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს შესთავაზა, უარი თქვან ორმხრივ პრეტენზიებზე და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, მშვიდობის დამყარების შესახებ წინადადებები წარმოადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს შესთავაზა, უარი თქვან ორმხრივ პრეტენზიებზე. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ჩამოთვალა მთელი რიგი წინადადებები, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას.

კერძოდ, ფაშინიანის წინადადებები მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

„1. დასავლეთ აზერბაიჯანი არის ყაზახი, თოვუზი, აღსთაფა, გედაბაი, დაშქესანი, ქელბაჯარი, ლაჩინი, კუბათლუ, ზანგილანი. ამის მიღმა არ არსებობს და არ შეიძლება იყოს დასავლეთ აზერბაიჯანი. თუ მართლა უნდათ, სხვაგან ეძებონ, შეიძლება ნახიჩევანიც შეიყვანონ; 2. დასავლეთ სომხეთი არის არმავირი, ტალინი, მარალიკი. ამის გარეთ არ არის და არ შეიძლება იყოს დასავლეთ სომხეთი; 3. აღმოსავლეთ სომხეთი არის იჯევანი, ბერდი, ჭამბარაკი, ვარდენისი, ჯერმუქი, გორისი, კაპანი, ნერქინ-ჰანდი, ნრნაძორი. ამის მიღმა არ არის და არ შეიძლება იყოს აღმოსავლეთ სომხეთი; 4. აზერბაიჯანი როდესაც იყენებს ფორმულირებას „დასავლეთ აზერბაიჯანიდან ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი“, ამ ფორმულირებით ის თავად ხურავს განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას, რადგან ცხადყოფს, რომ ლტოლვილთა საკითხი გამოიყენება საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ეჭვის შეტანის მიზნით, სომხეთის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნების ჩამოყალიბებით. ამ საკითხის განსახილველად აზერბაიჯანმა ჯერ უარი უნდა თქვას ფორმულირებაზე „დასავლეთ აზერბაიჯანი“ და მსგავსი განცხადებები; 5. სომხეთის უფლების ეჭვქვეშ დაყენებით, ჰყავდეს თავდაცვისუნარიანი ჯარი შექმნილი გარემოებების ფონზე, ოფიციალური ბაქო ცდილობს, სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეუფერხებელი აგრესიის შესაძლებლობა მოიპოვოს; 6. ნათელია სომხეთის რესპუბლიკის წინადადება რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების შესახებ.

ა) ორმხრივი უარი განცხადებებზე, რომლებიც ამძაფრებს სიტუაციას; ბ) დელიმიტაციის პროცესის გაგრძელება ბერქაბერ-ვოსკეფარის მონაკვეთზე განხორციელებული დელიმიტაციის გამოცდილებისა და ორი ქვეყნის სადემარკაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის რეგლამენტის საფუძველზე; გ) დადოს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც მზად არის 90 პროცენტით; დ) პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ განხორციელება, ასევე აზერბაიჯანი-აზერბაიჯანის კომუნიკაციის საკითხი გადაწყვეტა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით და სომხეთ-სომხეთის კომუნიკაციის საკითხის გადაწყვეტა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ყაზანში შეხვედრის შემდეგ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად; ე) დაინერგოს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამოძიების ერთობლივი მექანიზმი; ვ) დაკავებულთა პრობლემის სრულად მოგვარება; ზ) მთელი ინტენსივობით მუშაობა იმ პირთა ბედის გარკვევის პრობლემის გადასაჭრელად, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია; თ) უარის თქმა ერთმანეთის მიმართ დაყენებულ მოთხოვნებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებში; ი) მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებების სრული და ეფექტიანი განხორციელებისთვის; კ) იარაღის ურთიერთკონტროლის, კვოტების, გამოყენების შეზღუდვების შესახებ მოლაპარაკებების მექანიზმის ჩამოყალიბება; ლ) ზოგადად ორივე ქვეყნიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მშვიდობის დამყარების შემდეგ ერთობლივი პროფესიული საექსპერტო კომისიის შექმნა; მ) ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დათხოვნა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა