მელბურნის სასტუმროში მაძლევდნენ რაღაც კერძს, რომელიც საწამლავს შეიცავდა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში მოწამლეს
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა GQ Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 2022 წელს ის მელბურნის სასტუმროში მოწამლეს. ეს იმ დროს მოხდა, როცა სერბი ჩოგბურთელი სამშობლოში დეპორტაციას ელოდებოდა. 2022 წელს ჯოკოვიჩმა გამოტოვა ავსტრალიის ღია იმის გამო, რომ არ იყო COVID-19-ზე ვაქცინირებული და შესაბამისად, ქვეყანაში არ შეუშვეს.
„მე მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. საბოლოოდ მივხვდი, რომ მელბურნის სასტუმროში მაძლევდნენ რაღაც კერძს, რომელიც საწამლავს შეიცავდა. ადრე ამის შესახებ საჯაროდ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მძიმე მეტალების ძალიან მაღალი დონე მქონდა. ლაპარაკია ტყვიაზე და ვერცხლისწყალზე. მანამდე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ავად გავხდი, მაგრამ, როცა ავადმყოფობა გაგრძელდა, სახლში ექიმები გამოვიძახე. შემდეგ კი ტოქსიკოლოგიური ტესტები ჩამიტარდა“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.
37 წლის სერბი ჩოგბურთელი რეკორდსმენია ავსტრალიის ღიაზე მოგებების რაოდენობით (10).