თეგებით ძიება

ივანიშვილის ერთადერთი შანსი დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა - ნიკა გვარამია

"ივანიშვილის ერთადერთი შანსი დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა. სხვა შანსი მას არ აქვს", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საუბრობს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებებს ეხმაურება.

"მე არ ვიცი ივანიშვილს რისი გარანტია სჭირდება, მაგრამ ის ამის თაობაზე, პირველ რიგში, უნდა ესაუბროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ასევე, ცხადია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები. ივანიშვილის ერთადერთი შანსი ნებისმიერი გარანტიების კუთხით ეს არის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. სხვა შანსი მას არ აქვს", - ამბობს ნიკა გვარამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა