თეგებით ძიება

"გთხოვთ, გახსოვდეთ. ეს დავით რატიანია" - უკრაინაში დაღუპული ქართველის უკანასკნელი ფოტო ვრცელდება

უკრიანელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობროვნიკოვი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით რატიანის შესახებ წერს და ფრონტის ხაზზე გადაღებული მებრძოლის უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს:

"დღეს კიევი ისვენებს და ლუდს სვამს, სპაგეტის და რიზოტოს მიირთმევს, სილამაზეს უყურებს.
დაიმახსოვრეთ, ბიჭებო, ვისი წყალობით.
გთხოვთ, გახსოვდეთ.
ეს დავით რატიანია.
ბოლო ფოტო ტიმურ ალიევმა გადაიღო.
დილა 17.03.22.
ირპინი", - წერს ალექსეი ბობროვნიკოვი.

ცნობისთვის, 17 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას ქართველი მეომარი, დავით რატიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა