თეგებით ძიება

"ლესბოსელობა და ჰომოსექსუალობა ახალი ხილი არ არის და კაცობრიობის ცოდვის თანმდევია" - არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"17 მაისი
ლესბოსელობა და ჰომოსექსუალობა ახალი ხილი არ არის და კაცობრიობის ცოდვის თანმდევია. საფრანგეთის მეფე ფილიპ ლამაზმა ტამპლიერების ორდენის მართველი ელიტა ცეცხლზე დაწვა. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო ჰომოსექსუალიზმი. ევროპის სამეფოებს ჰყოლიათ დედოფლები ლესბოსური და მეფეები ჰომესესქსუალური გადახრებით, მაგრამ ცოდვის დაკანონება არასდროს მოუთხოვიათ.
კაცობრიობა დღემდე ქალის და მამაკაცის ურთიერთობის შედეგია, ანუ ტრადიციული ოჯახის.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს გილოცავთ!", - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა