თეგებით ძიება

"ევროკავშირიდან პასუხის მოსვლამდე თვე-ნახევრით ადრე ნიკა გვარამიას დაჭერა, არის ღია, შეუფარავი თავდასხმა მთლიანად ქვეყნის პროგრესულ მომავალზე" - ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გავიღვიძე და უამრავი წერილი და ზარი დამხვდა, “სად ხარ ?”, “ცოცხალი ხარ ?”, “სად დაიკარგე ?”. არაფერი მჭირს, მეგობრებო, უბრალოდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად მეძინა ზუსტად 18 საათი. სულ 3-4 საათი მძინავს ხოლმე. გუშინ შუა დღის 3-ზე რომ დავიძინე, დღეს დილით 9-ზე გავიღვიძე. ემოციურ გადაღლას ვაბრალებ.
ახლა რისი თქმა მინდა.
“ქართული ოცნება” ჰგავს მტრის ჯარს, რომელმაც ქვეყანა დაიპყრო, შენ კიდე საკმარისი რესურსი არ გყოფნის, რომ ე.წ offensive-ზე გადახვიდე, ამიტომ გიწევს პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის არჩევა და წერტილოვანი დარტყმები. ევროკავშირიდან პასუხის მოსვლამდე თვე-ნახევრით ადრე ნიკა გვარამიას დაჭერა, გარდა მასზე პირადი შურისძიებისა, არის ღია, შეუფარავი თავდასხმა მთლიანად ქვეყნის პროგრესულ მომავალზე. ეს არის მკაფიო მესიჯი დასავლეთს - აი, ჩვენ მედია-მენეჯერი წარმოუდგენლად აბსურდული მიზეზით დავიჭირეთ და რავი, თქვენ ისევ გინდივართ ?
დღეს “სირცხვილიას” დამფუძნებელს, გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ გვარამიას დაჭერით ზეწოლა კი არ სრულდება, პირიქით - ახლა იწყება.
ყველა უწყება მათ ხელშია. ამიტომ მოგვიწევს პარტიზანულ ბრძოლაზე გადასვლა. ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა, რომელსაც საქართველოს დასავლური მომავლის სჯერა, ჩათვალოს, რომ პარტიზანია და ინდივიდუალურად იბრძვის, სანამ ეს ბრაზი კოლექტიურ ბრაზად არ იქცევა, სანამ ეს პარტიზანები არ გავერთიანდებით და არ წავლეკავთ არსებულ პრორუსულ ადმინისტრაციას.
ძველთან ერთად, ახალი იდეებითაც ვართ მე და ჩემი მეგობრები, რაც ისედაც დიდ ხანს გვიტრიალებდა თავში, მაგრამ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.
გვემუქრებიან ? გვაგინებენ ? გვცემენ ? სიმწრით ვიღიმით და ვაგრძელებთ ბრძოლას", - წერს ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა