"რატომ მოკლა ცოლი საკუთარი შვილების თვალწინ და რატომ ჩაბარდა სიამაყით პოლიციას იცით?" - რას წერს დავით ჩუთლაშვილი?
ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში რამდენინმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც ქმარმა ავტობუსში ცოლი არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მოკლა.
“დღეს ავტობუსში 39 წლამდე მამაკაცმა მოკლა 31 წლის ცოლი საკუთარი ბავშვების და ამ ფაქტის მომსწრე უამრავი თვითმხილველის თვალწინ.
სრულიად დემონსტრაციულად მოკლა. შოუ დადგა ფაქტობრივად.
რამდენჯერმე ყელში გაუყარა დანა ქალს და საბრალო ქალი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
შემდეგ კაცი თავაწეული ისევე დემონსტრაციულად ჩაბარდა პოლიციას, როგორც საკუთარი ცოლი მოკლა სულ ცოტა ხნის წინ, თითქოს გმირობა ჩაედინოს.
რატომ მოკლა თავაწეულმა და რატომ ჩაბარდა სიამაყით პოლიციას, იცით?
იმიტომ, რომ ვიღაც ჭკუათხელი ვიგინდარა, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად იტყვის: “ალბათ ბოზი იყო ის ქალი, ძმა. აბა, ცამოწმენდილზე ხომ არ მოკლავდა კაცი საკუთარი ბავშვების დედას?”
ვიგინდარა და სხვა მისი მსგავსი ვიგინდარები (და მდაბიოები) იტყვიან ამ სიტყვებს და მკვლელს მიიღებენ, ჩაეხუტებიან და პატიოსან და მართალ კაცად აგრძნობინებენ თავს. სუფრასაც გაუშლიან. და სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელოსაც შესვამენ მასთან ერთად.
და სანამ ეს ასე მოხდება, მანამდე არ გვეშველება ჩვენ არაფერი", - წერს ბლოგერი.