თეგებით ძიება

"კოვიდის შემდეგი ტალღა საქართველოში დაიწყება" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, კოვიდის შემდეგი ტალღა საქართველოში დაიწყება ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში.

"არაფერი შეიცვალა. მოსახლეობას აქვს ისტერიკა მაიმუნის ყვავილის ვირუსზე და ბავშვებში ახალ ჰეპატიტზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი (თავისი ვარიანტებით) და პოსტკოვიდი!
ევროპაში კოვიდის ახალი ტალღა უკვე დაიწყო, ამერიკაში და ჩრთილოეთ კორეაში ერთი კვირის უკან დაიწყო, სამხრეთ აფრიკაში უკვე 2 კვირაა, კოვიდის ახალი ტალღაა, ჩინეთში კი კოვიდის ახალი ტალღა უკვე 3 კვირაა, დაწყებულია.
კონკრეტულად, მარტო საფრანგეთში დღეს 88 ადამიანი გარდაიცვალა და 32,000 დაინფიცირდა.
ეს მორიგი კოვიდის ტალღა, მსოფლიოში, სავარაუდოდ, იქნება 3-4 თვე (მაისი-აგვისტო) სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს.
რა უნდა ვქნათ?! ის, რაც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს:
სამედიცინო პირბადე
ვაქცინის მე-2 ბუსტერი (მე-4 დოზა ფაიზერი ან მოდერნა)
დისტანცია
საღი აზრი და არავითარი პანიკა!
განსკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ქრონიკული პაციენტები (გულის დაავადებების, დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები და ასე შემდეგ).
დღეს ნებისმიერი ქვეყნის კარანტინზე ჩაკეტვა დანაშაულია, ვინაიდან ვიცით, რომ მარტო ჩაკეტვა არაეფექტურია! ეფექტური არის კომლექსური მიდგომა: ვაქცინაცია+ პირბადე+ ტესტირება+ იზოლაცია+ წერტილოვანი კარანტინი, ასევე ხელების დაბანა და დახურული სივრცეების განიავება!
ნურავის ნურაფერს აბრალებთ!
ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია!
სამედიცინო პირბადეები (ფხაკაძის პირბადეები) აფთიაქებში ხელმისაწვდომია (ხელმისაწვდომ ფასებში)!
დანარჩენი კი თქვენი თვითშეგნების საკითხია!
მიხედეთ საკუთარ თავს!
ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა