თეგებით ძიება
05. 10. 2024 სპორტი

მამარდაშვილის მესამე "მშრალი“ მატჩი სეზონში - "ვალენსიამ“ "ლეგანესთან“ გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლეგანესს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ მორიგი „მშრალი“ თამაში ჩაატარა. მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ გუნდებს რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ ჰქონიათ და მამარდაშვილსაც თამაშში ჩართვა იშვიათად უწევდა.

ყველაზე კარგი მომენტი „ლეგანესმა“ 75-ე წუთზე შექმნა – საჯარიმოში ვალენტინ როზიე შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ქართველ მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ კი მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

„ვალენსია“ ექვსი ქულით მე-18 პოზიციაზეა, გიორგი მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში კარი „მშრალად“ მესამედ შეინახა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა