თეგებით ძიება
05. 10. 2024 მსოფლიო

აშშ ლიბანს 157 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის მთავრობა ლიბანში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. 

შეერთებული შტატების დახმარება ლიბანის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირებს და სირიაში გადასულ ლიბანელებს მოხმარდება.

დახმარება დიდწილად მოხმარდება ადამიანებისთვის საკვების, წყლის, პირადი ჰიგიენის ნივთებისა და საბნების შეძენას, თავშესაფრების აგებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს თითქმის 386 მილიონი დოლარი გამოყო ლიბანისა და სირიის მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც კონფლიქტის გამო დაზარალდნენ. 

„შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს ყველა დაუცველს ლიბანში და მთელ რეგიონში. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა დონორებს, შემოგვიერთდნენ“, - აღნიშნულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა