თეგებით ძიება

კახა კალაძე ოჯახთან ერთად - ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება კალაძის ცოლ-შვილი

თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

"ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია - დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა!", - წერს კალაძე.

კახა კალაძე ოჯახთან ერთად - ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება კალაძის ცოლ-შვილი



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა