თეგებით ძიება

"ერეკლესათვის მოღალატის შერქმევით, არ ნიშნავს, რომ ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა ავუკრძალოთ" - ამირან გომართელი

პროფესორი ამირან გომართელი, ერეკლე მეფესთან დაკავშირებით გამონათქვამის გამო, ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციების ჩატარების შესაძლო აკრძალვის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს. არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შემოგდებული თემა იყოს, რათა მერე ფსევდოლიბერალებმა იძახონ, რა ბნელეთია ეს საქართველო.
ის ფაქტი, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე ან გარკვეულ პოლიტიკურ კლანს აწონებს თავს ერეკლესათვის მოღალატის შერქმევით, არ ნიშნავს, რომ მას ანტიკური ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვა ავუკრძალოთ.

საზოგადოებამ, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღიარებას, არც ლევან ბერძენიშვილის დასჯა უნდა მოითხოვოს და არც იმ კაცისა, რომელმაც თელავში საზოგადოებრივი ტუალეტის კარზე ლევან ბერძენიშვილის პორტრეტი გამოკიდა. პროტესტის ამგვარი ფორმაც გამოხატვის თავისუფლებაა", - წერს გომართელი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა