თეგებით ძიება

ნიკა გვარამია გამოვა და მიხეილ სააკაშვილი კვდება. წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში? - რას აცხადებს ნიკა გვარამია ციხიდან?

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ციხიდან ინტერვიუსას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე საუბრობს.

გვარამიას თქმით, თანახმაა, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, თუნდაც მისი ციხეში ყოფნის პირობებში.

"მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი...ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს. არ ჩათვლიან ისინი ამას, - აცხადებს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა