თეგებით ძიება

"თქვენსავით იმას კი არ ვწერ “შენი დედა მოვ&@ან”, “შენ ცოლს შევე@ი”, “შე პი&არას@ო” და ა.შ. არა უბრალოდ იმას ვამბობ..." - რას წერს ნიკა ქავთარაძე?

იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, რომ აგრესიისგან თავის შეიკავონ.

"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, სრულიად დაუმსახურებლად წარმოუდგენელი შეურაცხყოფები დააკომენტაროთ, ხართ უზრდელები.
აი, ხომ ხედავთ, არაფერ ისეთს არ ვამბობ- ვინც უზრდელობთ, უზრდელები ხართთქო.
თქვენსავით იმას კი არ ვწერ “შენი დედა მოვ&@ან”, “შენ ცოლს შევე@ი”, “შე პი&არას@ო” და ა.შ.
არა
უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ვინც ადამიანს აგინებთ უზრდელები ხართთქო.
სამწუხაროდ, არც ერთ თქვენგანს არ შეგიძლიათ, იმას აგინოთ, ვინც გაგაღარიბათ, ვინც სამართალი წაგართვათ, ვინც ცხოვრება გაგიძვირათ, ვინც უდანაშაულოს გიჭერთ, ვინც გაშანტაჟებთ, ვინც საკუთარ მონად გთვლით.
არა.

თქვენ მხოლოდ იმას აგინებთ, ვინც პასუხსაც კი არ გაგცემთ, ვინც არ გცემთ შეურაცხყოფის გამო, ვინც მაქსიმუმ დაგბლოკავთ.
ხოდა, რატომღა იშლით ნერვებს, რატომ იზიზღებთ ადამიანებს, რატომ დადიხართ კედელ-კედელ თქვენი სექსუალური ფანტზიების დასაწერად?!
უბრალოდ, მოეშვით, დამშვიდდით, ცხოვრებაზე დაფიქრდით,მეტი გაიღიმეთ, იცინეთ, იცხოვრეთ, იტ@&ურეთ, დალიეთ, მოწიეთ, ინადირეთ, ითევზავეთ, ფილმები ნახეთ, სერიალები, მუსიკას მოუსმინეთ, იმღერეთ, იცეკვეთ, მეგობრები გაიჩინეთ, შვილებთან იურთიერთეთ.
ნებისმიერი რამე გააკეთეთ, ოღონდ ნუ იუზრდელებთ, ცუდად გამოიყურებით.
თუ ამას ოდნავი ცინიზმითაც კი ვამბობდე, დედას გეფიცებით.
უფრო სევდით, გულისწყვეტით და სინანულით ვწერ.
ძალიან მინდა, ძალიან, გაგიქრეთ სიძულვილი, ზიზღი და ლანძღვა-გინების სურვილი", - წერს იუმორისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა