თეგებით ძიება

"მთელი დღე იძახეს გუშინ ეს დღე არის ხალხისო და მერე წავიდნენ, ხალხისგან ჩაკეტილ ადგილას აღნიშნეს" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მთელი დღე იძახეს გუშინ ეს დღე არის ხალხისო და მერე წავიდნენ, ხალხისგან ჩაკეტილ ადგილას აღნიშნეს და ისელფავეს:)
პრემიერს პოლიტიკოსების გარდა ახლდნენ ჟურნალისტები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, მომღერლები, დაქალები, ძმაკაცები, მოცეკვავე ოფოფების რა გითხრათ და ოფოფები კი დავინახე ალაგ-ალაგ!
ტიპებმა ხალხის დღე აღნიშნეს გადაკეტილ ადგილას, ხალხისგან ჩაკეტილ ადგილას:)
რა აღნიშნეს?
მათი ნაწილი მოთქვამს დასავლეთი ცუდიაო და "მართლმორწმუნე ძმა" კარგიო, დასავლეთი სუსტია და რუსეთი ძლიერი და რუსეთი მოუგებს მთელ მსოფლიოს ომსო, დასავლეთი სულელია და რუსეთი ჭკვიანი, ამიტომ სანქციები რუსეთს გაამდიდრებსო:) ომის დაწყებისას რუსეთს უკვე მოგებულად აცხადებდნენ და ამტკიცებენ დღემდე, საქართველოს რუსეთის იქეთ შანსი არა აქვსო და რუსეთისგან გათავისუფლება აღნიშნეს?:)
თუ ყოველი დღე შაბათია?:)
ირაკლი ბებუას 9 წლიანი ტყვეობა მიუსაჯას, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ტყვედ ყოფნა.
სამაგიეროდ, სუსმა ყველა ბერკეტს ვიყენებთო...
გუშინდელი ქეიფიც რამე ბერკეტი იქნებოდა და ბებუას და ჩხიკვაძის გადასარჩენად იქეიფებდით და ისელფავებდით...
აპა, რავაა...", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა