თეგებით ძიება
27. 05. 2022 მსოფლიო

"რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში სრული სტაგნაციაა. ახლა მიმდინარეობს დისკუსია ტყვეების გაცვლის შესახებ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უკანა პლანზე გადავიდა.

ჩავუშოღლუ ამბობს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო გზების განბლოკვის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.

"სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, მისი ექსპორტირება კი ამჟამად შეუძლებელია“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა