თეგებით ძიება

"მნიშვნელოვანი ფაქტები მაიმუნის ყვავილის შესახებ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

"მნიშვნელოვანი ფაქტები მაიმუნის ყვავილის შესახებ.
მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფხაკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა