თეგებით ძიება

"მდარე გარემოში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქათამს ჰგავს" - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ბავშვის აღზრდისა მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"როცა ახალგაზრდა ადამიანის გონება ჩამოყალიბებისა და
განვითარების პროცესშია, როცა იგი სამყაროს შეიმეცნებს,
ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა:
(ა) კითხულობდეს ცუდ წიგნებს,
(ბ) უსმენდეს ცუდ მუსიკას,
(ბ) ურთიერთობა ჰქონდეს სულელ ადამიანებთან - ეს ძალიან მავნებელია!
მდარე ხარისხის ჟურნალ-გაზეთები,
მდარე ხარისხის მუსიკა,
სულელთა გარემო და მათი მოსმენა -
ახალგაზრდა ადამიანისათვის კატასტროფაა, რადგან ყველაფერი მასში ბავშვობიდან/ახალგაზრდობიდან ილექება და მეხსიერებაში მისი წაშლა შეუძლებელია!
ის, რომ თურმე "გემოვნებაზე არ დავობენ" -
ეს სულელური და მცდარი სენტენცია არაფრისმაქნისი
და დილეტანტი ადამიანების მოგონილია, საკუთარი
უკულტურობის შესანიღბად!
ასეთ მდარე გარემოში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქათამს ჰგავს (პირდაპირი გაგებით):
შეუძლებელია ქათამს ასწავლო რომელიმე ენა ანდა რაიმე გააგებინოთ პოლიტიკაში, - რადგან ქათამს გ ე ნ ო მ ი აქვს სხვა - ანუ სწავლისთვის არაფერი გააჩნია!
ზუსტად ანალოგიურია მდარე გარემოში აღზრდილი ადამიანი - მას გენომი დაუზიანდა და ქათამს დაემსგავსა -
არაფერი აქვს, რომ ისწავლოს და შეისმინოს, გაიაზროს და კრიტიკული აზრი ჩამოაყალიბოს.
ამიტომაც ინიღბება იგი გახრწნილი იდეოლოგიური შტამპებით, ყალბი ორიენტაციებით, "ეროვნული მოძრაობებითა" და დემაგოგიით!..
შეუძლებელია ასეთმა რაიმე შეისმინოს, ამიტომ იგნორირებული უნდა იქნას. უფრო სწორად, ჩვენ მათზე უნდა მივუთითოთ, როგორც ზომბებზე!
რატომ ზომბი?!
ვუდუს ძალიან მძლავრ შეხედულებათა სისტემაში -
ზ ო მ ბ ი - ეს გაფრთხილებაა ხალხისათვის, - ანუ "არ გახდე ზომბი".
ჩვენც უნდა დავესესხოთ მათ და ზუსტად ჩამოვყალიბდეთ:
"არ დაემსგავსოთ ამ იდეოლოგიით წაბილწულ გაველურებულ და აგრესიულ ადამიანებს!" - ესენი ჩვენი დროისა და ჩვენი საზოგადოების ზომბები არიან",- წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა