თეგებით ძიება

"სირცხვილია, რასაც ხელისუფლება სჩადის. მთელი ევროკავშირის დასაცინად ნუ გაიხდით მაგ რეგვენ თავებს" - რას წერს ბაია პატარაია?

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს:

"უკვე ველოდები, როდის გამოვა ქართული ოცნება და იტყვის, რომ მე ქალთა უფლებებს ვებრძვი და ვცდილობ ამ უფლებების ამოშლას კანონმდებლობიდან...
რატომ? იმიტომ რომ იგივეს უკვე აკეთებს ქოცპროპაგანდის მანქანა ვანო ჩხიკვაძის წინააღმდეგ, რომელიც არის საქართველოს ევროინტეგრაციის მამა ამ ქვეყანაში, რომელსაც ყველა იცნობს ბრიუსელში და რომლის იმედიც გვაქვს ყველას აქაც და იქაც.

სირცხვილია, რასაც ხელისუფლება სჩადის. ის მაინც იცოდეთ, ვის და რას უპირისპირდებით. მთელი ევროკავშირის დასაცინად ნუ გაიხდით მაგ რეგვენ თავებს.
#ქოცატყუილა (ამ წამს მომაფიქრდა ეს ჰეშთეგი და აწი ამით მოვნიშნავ ხოლმე ქოცების ცრუ პროპაგანდას)", - წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა