თეგებით ძიება

"ბავშვის ტირილი ტრაგედიად ითვლება ქვეყანაში, სადაც იმ დონეზეც კი არ სცემენ ბავშვებს პატივს, რომ ბავშვიანი დედები უშველებელ რიგში არ დააყენონ" - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია მისი შვილის შესახებ წერს, რომლის ტირილმა საზოგადოებას უხერხულობა შეუქმნა.

"დაბადების დღეზე მყავდა ბუბი. ძალიან კაი იყო. მაგრამ ახლა ერთი რაღაც გამახსენდა. ატეხა ამბავი. დეკორაცია მომიხსენით სახლში უნდა წავიღოო. ცხადია ვერ შევუსრულეთ. დაიწყო ტირილი. ამ დროს ყურადღება გადამაქვს, ან ვცდილობ დავამშვიდო, ან ავუხსნა, მაგრამ თუ ვერ გავხდი ვერაფერს უბრალოდ ვაცდი როდის მოიტანტრუმებს. არ მივახტები ხოლმე და ცრემლებს არ ვუშრობ. არც დეკორაციას ვშლი ბუბის საპატივცემლოდ. მაგრამ შევამჩნიე, რომ ადამიანების ნაწილი ძალიან უცნაურად აღიქვამს ბავშვი რომ ტირის და იქვე დედა მასთან ერთად რო არ ფართხალებს. ბღავის ბუბი და უცებ მიკროფონიანი გოგოს (დაბადების დღის წამყვანის) ხმა გვესმის ყველა დინამიკში: “ვაიმე, ეს ბავშვი ვისია?” ყველა მე მიყურებს. მე თქი ჩემია. უიო, უბრალოდ მგონია რომ ვერ ხედავდითო რო ასე ტირისო. მე თქი ვხედავ, მაგრამ ველოდები რო გადაუვლის. იქნებ მიხედოთო (ანუ აქ იგულისხმა რომ მოვფერებოდი და არ ვმდგარიყავი უგულოდ). დღეს გეგეშიძის ბაღთან ვაბირჟავებთ მე და ბუბი. ბუბი მეუბნება, ავტობუსით წავიდეთო. ვუხსნი, რომ აქედან ავტობუსით ვერ წავალთ. არაა. მაგრამ ბუბის კიდია. უნდა ავტობუსი. გაფშიკა ფეხები, გაწვა ასფალტზე. იკლავს თავს ატობუსიიიი, ატობუსიიი. გამოარა ქალმა და მომაძახა: გოგონა, ვერ ხედავთ ბავშვი რა დღეშიაო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ბავშვის ტირილი უდიდეს ტრაგედიად ითვლება ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად იმ დონეზეც კი არ სცემენ ბავშვებს პატივს რომ ბავშვიანი დედები უშველებელ რიგში არ დააყენონ ხოლმე. ბავშვის ტირილს ვერ იტანს ბევრი. იმიტომ რომ წუხდებიან. და გონიათ, რომ ამ დროს უნდა მიახტე და ბევრი ჩუპა-ჩუპსი უყიდო, ან ავტობუსის ხაზი დაანიშნინო კალას, ან სხვა ავტობუსში ახვიდე.

არაა ეგ სწორი. იმდენად არაა სწორი და იმდენად სერიოზული პრობლემა მგონია, რომ ახლა ვფიქრობ ალბათ ტანტრუმების მართვა რო არ ვიცით იმიტომ გვჭირს რაც გვჭირს", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა