თეგებით ძიება

ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას

ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.


„დღეს ბატონ რატის [ბრეგაძე] ქალბატონი ხატია ეძებდა - იუსტიციის მინისტრი ხომ არ წავიდაო. სადაც თქვენი კრიმინალი მინისტრი ადეიშვილი იმალება, იქაც რომ ადამიანები პანღურის რტყმევით დასდევენ, თქვენ მაინც ნუ მოიქცევით ისე, რომ ადამიანებმა პანღურის რტყმევა დაგიწყოთ, როგორც იმას. ცოტა დაფიქრდით და აზრიანად მოეკიდეთ რაზეც საუბრობთ. გაუსწორეთ თვალი იმას, რომ საზოგადოება და ის ოჯახები გიყურებენ, ვინც გააუბედურეთ. დღეს გამოდიხართ, არაფერი ხელში არ გაქვთ და პატიმრებზე, ციხეებზე ლაპარაკობთ, არ გეუხერხულებათ ეგ? გაჩუმდით მაინც, უხერხულია! თავმოყვარეობის ამბავია და მინდა საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას იოტისოდენა პატივი მაინც სცეთ. ისე არ მოიქცეთ „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ, როგორც ის გარბის და „პანჩურებს“ ურტყამენ. პოლიტიკიდან ხომ გაგაგდოთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ იცხოვროთ“, - მიმართა ოპოზიციას ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტი დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა