თეგებით ძიება

"5 ტრანსგენდერ ქალს, რომლებიც იძულებით პროსტიტუციაში არიან ჩართული, 20-მდე კაცი დაესხა თავს... არიან უმოწყალოდ ნაცემები" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამუნა მუსერიძე?

ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე ტრანგენდერ ქალებზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს გამთენიისას, ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, როლებიც დღიურ ოთახებში ცხოვრობენ იტალიურ ეზოში და არიან იძულებით პროსტიტუციაში ჩართული, თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, შეცვივდნენ ჯერ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი, რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი, ასევე ასაკიან ქალს, (სახლის მეპატრონე გამქირავებელს) დაესხნენ თავს, ისმოდა ფრაზები, "ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ, და ასე შემდეგ" .იურისტები მალე ჩაერთვებიან, ასევე სახალხო დამცველი იმედია მიაკითხავს და ჟურნალისტებიც გააშუქებენ, რადგანაც ეს ტრანსები ამ ამბის მერე ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქ ვეღარ იცხოვრებენ შიშით. ვისაც ხელგეწიფებათ ამ სიტუაციაში რაიმეს მოქმედება, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ", - წერს თამუნა მუსერიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა