თეგებით ძიება

"ანჩისხატის თავისივე სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით დაანონსებული აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არაა" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ანჩისხატის თავისივე სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით დაანონსებული აქცია მათთან შეთანხმებული არაა.

"ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად“, - წერსა ნდრია ჯაღმაიძე.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა