1:1 - საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2024-25 წლების სეზონში მეხუთე მატჩს მართავს. მისი მეტოქე უკრაინის ნაკრებია.
მეტად დაძაბულ მატჩში ანგარიში უკრაინამ გახსნა, ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა. მე-76 წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.