თეგებით ძიება

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ" - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მნისტრი, თეა წულუკიანი 79 წლის ასაკში რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ.
ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა.
განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.
ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.
ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას!
გისამძიმრებთ ყველას", - წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა