ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით... - მცხეთაში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს
წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ 28 სექტემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ლისთან, ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი აკურთხა, ამის შესახებ „პატრიარქის უწყებანი“ წერს.
საქართველოში რუსეთის დიასპორის ინფორმაციით, ტაძარი რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის, სოსო პავლიაშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.
დიასპორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულია პავლიაშვილის კომენტარი:
„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.
ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს ვიცი!“