თეგებით ძიება

"ვიღაცისთვის ეს მძიმე ბავშვობაა, მაგრამ ჩემთვის..." - რას იხსენებს ვიკა ბუკია?

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სამეგრელოში გატარებულ ბავშვობას და ბაბია-ბებიაბის შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მეგრელი ბაბუები და ბებიები ხშირად თამაშობენ ასე (შესაძლოა სხვაგანაც, მაგრამ ჩემთვის ბაბუა აუცილებლად მეგრელია): თავს წაიქცევს ბაბუა, ეტყვის შვილიშვილებს ჰა, ახლა, ბავშვებო, ვითომ მე მოვკდი და თქვენ იცით ახლა როგორ დამიტირებთ, მაჩვენეთ ერთი როგორ გიყვართ ბაბუაო. დააბჩენენ ბავშვები უშველებელ პირს და ტირიან. ტირიან. ტირიან. აყრუებენ არემარეს. ოჰ, როგორ სიამოვნებს ბაბუას, ცრემლებს რომ აღვარღვარებენ ბაბუაზე ბავშვები. წევს გაშოლტილი ბაბუა, თვალდახუჭული, ხელებშემოწყობილი, კმაყოფილი სახით, გახარებული “მიცვალებული” და იმ უბედურებისგან, მის სიკვდილს რომ მოყვა, მუცელში საამური პეპლები უტრიალებს. და თუ სიცილი გაეპარება რომელიმე ბავშვს წყინს, კი ნამდვილად წყინს.
ვიღაცისთვის ეს მძიმე ბავშვობაა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ტკბილი ისტორიაა.
ეს ხობის წყალია და ამაზე კარგი ადგილი არ არსებობს სისულელეების საფიქრელად", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა