თეგებით ძიება

"თემურ ჩხეიძე გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში" - პრემიერი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრემიერის მ იარ გავრცელებულ სამძიმროს წერილში.

რეჟისორ თემურ ჩხეიძე 79 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცვალა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა