თეგებით ძიება

"ვესაუბრე 5 წუთის წინ ..." - მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე მომღერალ მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პირადში ყველას ვეღარ გიპასუხებთ, ბოდიშს გიხდით, ამიტომ გპასუხობთ საჯაროდ: -
მერაბს არ აქვს კოვიდი, აქვს ფილტვების ანთება და დაბალი სატურაცია, ამ მიზეზითაა გადაყვანილი კლინიკაში და არა რაღაც - ბუზისგან სპილოდ გადაქცელი მიზეზებით, ვახ!!!
ვესაუბრე 5 წუთის წინ და მხნედაა, მერაბისეულადაა და გადის მკურნალობის კურსს...

ნუ ავრცელებთ ჭორებს, არც ჟანგბადის აპარატზე არაა მიერთებული და არც დიზელზე ან ბენზინზე არის დამატებითი ჟანგბადის მიწოდების ფორმატში....
მალე გამოჯანმრთელება ჩვენს ძმა", - წერს ბესო ჩუბინიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა