თეგებით ძიება

"მანჯგალაძის ქცევა ყველაფერია გარდა დეპუტატობისა და პოლიტიკოსობისა“ - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში "ტვ პირველის“ ეთერში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც პაატა მანგჯგალაძე და გიორგი გუგავა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ოპოზიციიდან ვინც პარლამენტში შევიდა და ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინა ყველა არის ქოცებზე საშიში ჩვენი შვილების მომავლისათვის და როდესაც ამას პირდაპირ ვეუბნებით ამის პასუხი იხილა დღეს მათგან საზოგადოებამ. თან უნდათ პოლიტ-პროსტიტუციით დაკავდნენ და წმინდანი უნდა უძახო, თან უნდათ სადეპუტატო ყველა პრივილეგიით ისარგებლონ, მილიონიანი ბიზნესიც აკეთონ და იმავდროულად ოპოზიციონერებიც ერქვათ.

თან სურთ ივანიშვილთან მებრძოლის სახელი ჰქონდეთ და როცა ოლიგარქის ბედი წყდება მაშველ რგოლებად მოევლინონ. რაც შეეხება ამ თავდამსხმელ დეპუტატს, ეს პატარა ვაშაძის პარტიას წარმოადგენს, რომელიც ჩვენი ანაბრების ქურდი ვანო ჩხარტიშვილის მილიონებითაა შექმნილი და გამოშვებულია ოპოზიციაში რეჟიმის გადასარჩენად, სწორედ ისინი ელისაშვილთან ერთად შეუძღვნენ ოპოზიციას პარლამენტში და სწორედ მათ ღიად მისცეს ხმა ბიძინას სანუკვარ ოცნებას - ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე.

მათგან განსხვავებით გიორგი გუგავას პარტია არ შეუცვლია უკვე მეოთხედი საუკუნეა დგას იქ სადაც ქარიშხალია, ჰოდა ის ქარიშხალი აი ამ ვაი და ძალად ოპოზიციონერებს ძალიან მალე უკვალოდ გახვეტს თავის პატრონთან ერთად. ასეთია ისტორიის კანონი“, - წერს შალვა ნათელაშვილი.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა