თეგებით ძიება

მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა საქართველოში? - ექიმები 2 პაციენტს ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან

მაიმუნის ყვავილის ვირუსი შესაძლოა, საქართველოში დადასტურდეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ეპიდემოლოგიები თბილისში საშიში ვირუსის სიმპტომების მქონე ორ პაციენტს აკვირიდებიან. ორივეს მოგზაურობის ისტორია აქვს - ეს არ არის შიდა გავრცელება, დაინფიცირდნენ უცხოეთში და უკვე მაიმუნის ყვავილის ვირუსით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ორივე საეჭვო პაციენტი ქვეყნის მთავარი ინფექციური სავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ოფიციალურად ადასტურებს, რომ საეჭვო პაციენტზე ახლა ლაბორატორიული კვლევები მიდის.

წყარო ,,პირველებს" უყვება, რომ დაიქირვეს ახალი ინფექციონისტი, რომელიც ორივე შემთხვევას საგანგებოდ სწავლობს.

თუ საეჭვო პაციენტებს მაიმუნის ყვავილის ვირუსი დაუდასტურებდათ, უნდა დადგინდეს, ვისთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კავშირი, რამდენად დიდია გადადების რისკი და ვინ რომელი კლასტერი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა