თეგებით ძიება

" ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავსო... როგორ მიჩუმათდა ილია ელოშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ამბავი" - რას წერს ელისო ჯანაშია?

საინფორმაციო ცენტრ TSpress.ge-ს რედაქტორი, ელისო ჯანაშია თბილისის ვიცე-მერის, ილია ელოშვილის გარდაცვალების სამქეზე სოციალურ ქსელში კითხვებს სვამს:

"როგორ მიჩუმათდა ილია ელოშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ამბავი. ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავსო. გარდა იმისა, რომ საკმაოდ მაღალი პოსტი ეჭირა, საქართველოს მმართველი ელიტის ყველაზე გამოკვეთილი ფიგურის უახლოესი გარემოცვა და მარჯვენა ხელი იყო. და ასე არაფერს წარმოადგენს ეს ამბავი?

გამოძიება გადაკვალიფიცირდა მკვლელობით? ან მუშაობენ ამ ვერსიაზეც? რატომ გააკეთა შსს-მ გამოძიების დასრულებამდე განცხადება თვითმკვლელობაზე? ან ეს საყოველთაო გატრუნვა რას ნიშნავს?

მოკლედ, კითხვები არ მოხსნილა, ჩემი აზრით. თუ ასეთი მაღალი რანგის მოხელის საქმე მიჩუმათდა და არ გამოიძიეს, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს?", - წერს ჯარიაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა