თეგებით ძიება

"ლჯბტ ფესტივალის ჩატარება ევროპელობაა? ხომ გქვიათ პრეზიდენტი, იღებთ ხელფასს, განისვენებთ რეზიდენციაში, შეირგეთ რა..." - ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალირ ქსელში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან სექსუალური უმცირესობებისა და პრაიდის შესახებ განაცხადა.

"ქალბატონო სალომე!

ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი, ისიც ვიცით, რომ ვსლდებულებები მოგყვებათ წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით.
არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი. არც ნდობას იმსახურებთ, არც პატივისცემას. და საერთოდ, ხართ თუ არა ისიც არავის აინტერესებს.

ხომ გქვიათ პრეზიდენტი, იღებთ ხელფასს, განისვენებთ რეზიდენციაში. შეირგეთ რა... დაოკდით...
რას ამტკიცებთ, რომ ლჯბტ ფესტივალის ჩატარება არის ჩვენი მოსახლეობის 80%_ ის ევროპული არჩევანი?
ანუ, ლჯბტ+ პრაიდი და ფესტივალია ევროპელობა?
და ამის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის, 80% ქრისტიანისთვის, ჩვენი მუსლიმი ქართველებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის, ჩვენი გრიგორიანელი ქართველი და სომეხი ძმებისთვის კარგი რამ გგონიათ?..
სულ ეგ არის თქვენი ნახევარსაუკონოვანი დიპლომატია და ევროპული პოლიტიკური სტაჟი?...)))))
სირცხვილია!... და მართლა დაოკება სჯობს!
P. S.

ახლა, არ ვაპირებ გავიხსენო თქვენი კრავის დუმილი უამრავ, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხზე.
ერთს კი ვიტყვი.
ასეთი აღტყინებით რომ გაგეპროტესტებინათ თუნდაც ის, როდესაც სამარცხვინო და კურდღლები გვიწოდეს( სხვა მრავალ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან ერთად), იქნებ, ჩალის ფასი მაინც მისცემოდა თქვენ დღევანდელ განცხადებას", - წერს ხათუნა ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა