თეგებით ძიება

"საკუთარ ქვეყანას, მის მომავალ თაობებს ეროვნული ღირსება არ უნდა შეუგინო, არ უნდა შეურაცხყო ისტორიული პირები" - რას წერს გიორგი კალანდია ერეკლე მეფეზე?

ხელოვნების სახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ მუზეუმის ეზოში ლექცია - "ერეკლე მეფე როგორც ევროპელი ლიდერი" გამართა.

"დღეს ხელოვნების სასახლეში ჩემს ლექციაზე „ერეკლე მეფე როგორც ევროპელი ლიდერი“ უამრავი ადამიანი მოვიდა, ეზო გადაჭედილი იყო, სკამებზე კი დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვნიდი. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა და თან გამახარა, რომ მოსულთა შორის უმეტესობა ახალგაზრდა იყო! მაშ რატომ მოვიდა დღეს სასახლეში საჯარო ლექციაზე ამდენი ადამიანი?! იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენი და სამართლიანია! იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანას, მის მომავალ თაობებს ეროვნული ღირსება არ უნდა შეუგინო, არ უნდა შეურაცხყო ის ისტორიული პირები რომელთა ღვაწლზე მომავალი განვითარება ეფუძნება! დღეს ხელოვნების სასახლეში მოსული ხალხი ჩვენი ძლიერების საფუძველია, ჩვენი ნაფიქრალის, მუზეუმის, მისი გუნდის, ჩვენი ნაკეთები საქმეების, ჩვენი იდეალების და მიზნების მხარდაჭერის ნიშანია! მადლობა ამისათვის, ამხელა თანადგომისათვის! დღევადელ ღონისძიებაზე მოსული ხალხი და ის ტაში რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა!", - წერს კალანდია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა