თეგებით ძიება

საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მოლოდინი პოზიტიურია - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული და შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატობაზე განაცხადი, საქართველო არის ყველაზე წინ, ყველანაირი რეფორმით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან როგორც აღვნიშნე, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, წევრობის სტატუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს უვიზო მიმოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეფორმები გრძელდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ საბოლოო წევრობისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვართ ის მთავრობა, ადამიანები, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ რეფორმები იქნას განხორციელებული, – განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა