თეგებით ძიება
11. 06. 2022 მსოფლიო

"საჭიროა რუსეთს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთს საკუთარი ადგილი მივუჩინოს მსოფლიომ.

"უკვე აღარ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი – არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერავინ, ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებს – ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა