თეგებით ძიება

"გადაეცით საბაგარო კალიიას" - რას წერს ჟურნალისტი გერმანიიდან კალაძეს?

ჟურნალისტი, რამაზ სამხარაძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულების შესახებ წერს და მას თბილისში გაძვირებილ ტარიფებს ადარებს.

"პანდემიის ფონზე, საწვავის და გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ 9 ევროიანი სამგზავრო ბილეთები შემოიღო - ყოველთვიური ულიმიტო ბილეთები მოსახლეობისთვის, ნებისმიერ საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით. - ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო, საქალაქთაშორისო მატარებელი.

კონტროლიორები კი საერთოდ არ დამინახავს.თითქმის 1 კვირაა ვიყენებ ამ ბარათს.
ჩვენ ფულზე ესაა 27 ლარი. ესაა ქვეყანა და მთავარი პრიორიტეტი - ხალხი.
გერმანიაში მინიმალური ხელფასი 1000-1200 ევროა.
გადაეცით საბაგარო კალიიას", - წერს რამაზ სამხარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა