რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ
რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ.
მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-სთან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში.
ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გაბოვს, რომელიც, სასამართლოს პრესსამსახურისა და რუსული მედიის ინფორმაციით, Reuters-ის პროდიუსერია.
გაბოვს ბრალი ედება „ექსტრემისტულ საზოგადოებაში“ მონაწილეობა - ნავალნი "იუთუბის" არხისთვის ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.
გაბოვისა და კარელინის დაკავების შესახებ „რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.