თეგებით ძიება
28. 04. 2024 სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია - ლაშა ბექაური სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვართ!!! მსოფლიოში საუკეთესო გუნდი!! სისხლის ბოლო წვეთამდე!“ -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა ბექაური წერს და ფოტოს აქვეყნებს.

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ხორვატიას 4:1 სძლია და ფინალში გავიდა.

გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა (+100კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ) მოიპოვეს.

ქართველები ფინალში საფრანგეთის ან გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. 2023 წელს მონპელიეში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა