თეგებით ძიება

აქციის მიზანი თუ არის დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილების მიღებამდე - ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების" დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას 16 ივნისს აქციის გამართვის თაობაზე.

მისივე თქმით, როცა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ქუჩაში დადგომა, აუცილებელია, რომ ყველამ გადადოს გვერდით პარტიული ინტერესი და ერთად დადგნენ. ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ის 20 ივნისს დანონსებულ აქციაზეც მივა.

"ლოგიკას უნდა მივყვეთ, თუ გვინდა, რომ გარკვეული გავლენა მოვახდინოთ ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, რომელიც 17 ივნისს იქნება, მაშინ მანამდე უნდა შევიკრიბოთ, მანამდე არის 16 ივნისი. 20- შიც შევიკრიბოთ, 20 ივნისსაც მივალ, ისედაც ვაპირებდი მისვლას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. 20- შიც და 16- შიც გვერდით ვიქნები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და არა წინ, როგორც მედროშე. 20 ივნისთან დაკავშირებით მაქვს ჩემი განცხადებები, ჩემი პროტესტი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დამიძახებს, ვინ არ დამიძახებს, ვინ არის ორგანიზატორი, ისე მწარედ და მტკივნეულად მახსოვს 20 ივნისი, 20 ივნისს პირველ რიგში მივალ იმისთვის, რომ გავაპროტესტო რაც მაშინ მოხდა,"- განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა