თეგებით ძიება

წონაში კლება ისევ პროგრესირებს - ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ისაუბრა, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციის დამძიმება არასრულფასოვანმა მკურნალობამ გამოიწვია.

"მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა თანდათან მძიმდება. დამძიმების მიზეზები თუ გაინტერესებთ, აგიხსნით, რომ ეს არის არა მარტო მისი შიმშილობის შედეგი, არამედ, ეს არის არასრულფასოვანი მკურნალობისა და მართვის შედეგი. დადგმული აქვს წვეთოვანი, წონაში კლება ისევ პროგრესირებს, დღეს ორი კილოგრამით ნაკლებია, ვიდრე იყო 5 დღის წინ. ფერით და გარეგნული შეხედულებით მიხვდებით, რომ საქმე არ გაქვთ ჯანსაღ ადამიანთან. მას სჭირდება ექიმი, რომელიც გამოცდილია ასეთი დაავადებების თაიგულის მართვაში". - განაცხადა ოთარ თოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა