თეგებით ძიება

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე! თუ ამაზე წავლენ, ჩვენც ყველაფერზე ვართ წამსვლელები - ზურა ჯაფარიძე

ბიძინა, რომ გამოჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. ბიძინა საჯაროდ გამოდის მაშინ, როდესაც ძალიან უჭირთ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი გარანტიებს აძლევდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ სანქციები ძალიან რეალურია. ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის ფინანსური სანქციები. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცია არის ყველაზე რთული, ხაზინა თუ გადებს სანქციას ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყაროსგან განდევნილი ხარ. ვერც ერთ ბანკში ვერ წაიღებენ ფულს.

ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ. სხვა ახსნა არ მაქვს ამ უკან დახევებზე. აშკარად რაღაც ხდება, პროგრამის პრეზენტაცია უნდა ჰქონოდათ და გადადეს, კორონა აქვსო [ირაკლი კობახიძე], დღეს გამოვიდა და მშვენივრად იყო. სხვა რაღაცები ხდება შიგნით, რის გამოც რაღაცებს ვერ ალაგებენ. აქამდე ასეთი არეულები არ ჩანდნენ.

ბიძინა, რომ გამოჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. ბიძინა საჯაროდ გამოდის მაშინ, როდესაც ძალიან უჭირთ. ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და სუფლიორზე კითხვა, რადგან კითხვის და ლაპარაკის პრობლემა აქვს. საარჩევნო სიაში პირველ ნომრად, რომ ჩაწერეს, ესეც მაგის სინდიკატურია. მათთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ის, რომ არჩევნებს აგებენ გასაგებია, ამის გარდა შიგნით აქვთ რაღაც პრობლემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს.

„ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე! თუ ის ეცდება თავისი ხელით დაწეროს რაღაცები, არც ერთ შემთხვევაში არ შერჩება. ჩვენი კოალიციის განწყობა არის ეს, მათ შორის, იმ ხალხის , ვინც ჩვენ მოგვყვება, მათი განწყობაც არის მსგავსი. რა რიცხვებიც გვექნება, იმ რიცხვებს ბოლომდე დავიცავთ! თუ ამაზე წავლენ, ჩვენც ყველაფერზე ვართ წამსვლელები“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა იგულისხმება ყველაფერში, ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ნებისმიერი რამ. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმაცია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა