თეგებით ძიება

გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, პერსპექტივა, ევროპაშია - პრეზიდენტი

გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბოშვილმა ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც ,მის მიერვ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის აქციას ესწრება როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც პრეზიდენტი.

"ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის" , - განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა