თეგებით ძიება

"საქართველოს ჯერ გარკვეულ პირობებს დაუწესებენ, ხოლო მათი შესრულების შემთხვევაში თბილისს ექნება შანსი რომ მომავალში მიიღოს სტატუსი" - რიკარდ იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ახლავე უნდა მიანიჭოს, თუმცა მათ შემდეგ გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ, რათა გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე ანუ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.

„ევროკომისიამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას: კანდიდატი სტატუსი უკრაინასა და მოლდოვისთვის ახლა, რასაც თან სდევს შესასრულებელი პირობები. საქართველოსთვის კი პირობები ახლა და კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შემდეგ, რასაც განიხილავს ევროსაბჭო შემდეგ კვირას“, – წერს იოზვიაკი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა