"გატყუებენ როცა გეუბნებიან, რომ ევროპა იდენტობას წაგართმევთ და ორიენტაციას შეგიცვლით" - ნანა გეგეჭკორი
აშშ-ში მცხოვრები, ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპა ქართველებს ეროვნულ იდენტობას არ წაართმევს:
"გატყუებენ როცა გეუბნებიან, რომ ევროპა იდენტობას წაგართმევთ და ორიენტაციას შეგიცვლით. ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს.
არსად ისეთი ადვილი არაა ეთნიკურ-ნაციონალურრელიგიურ-პიროვნული იდენტობის შენარჩუნება, როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებებში.
დააკვირდით რა ხდება აფხაზეთში. იცით თუ არა, რომ აფხაზური ენა გაქრობის ზღვარზეა? იცით თუ არა, რომ აფხაზი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი აფხაზურად ვერ საუბრობს? იცით თუ არა, რომ ილორის ტაძრის ფრესკები გადაღებილია და გუმბათი გადარუსულებული? იცით თუ არა, რომ აფხაზეთი აფხაზური აღარ იქნება სულ 2-3 თაობაში?
ხომ არ იცით რატომ კარგავენ აფხაზეთში იდენტობას? რუსეთია სწორედ ის, ვინც იდენტობას ართმევს. სამას წელზე მეტია ცდილობს ევროპელობა, რაც იგივეა რაც ქართველობა, წაგართვათ.
დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახში, ევროპაში და ასე გადავარჩინოთ ჩვენი ეთნიკურ-ნაციონალურ-რელიგიური-პიროვნული იდენტობა. უსაფრთხოების ევროპული ქოლგა იქნება ჩვენი გადარჩენის გარანტი.
არ დარჩეთ უმნიშვნელოვანესი პროცესის მიღმა. მიდით რუსთაველზე.
ჩვენს თაობებს გვაქვს პრივილეგია ასწლიანი ბრძოლა მიზნამდე მივიყვანოთ", - წერს ნანა გეგეჭკორი.