ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს - სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ.
ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ.
მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენს ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია, ხალხმაც იგივე გზავნილი გააგონოს ევროპას რუსთაველიდან დღეს საღამოს!
ბევრნი უნდა ვიყოთ!“, - წერს სამადაშვილი „ფესბუქზე“.