თეგებით ძიება

აქ არის „პარალონი“, კარვები გაიშლება, რომ სიცივემ არ შეგვაწუხოს.. ჩვენი ერთიანობით გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ - გიორგი ვაშაძე

ირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე განაცხადა.

"ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით, რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გვექნებოდა, რასაც გადავდგამდით. დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ. 24 საათის მანძილზე, ხვალ საღამოს 20:00 საათამდე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვართ აქ. ორგანიზებული გვაქვს ღამით დარჩენისთვის საჭირო ატრიბუტიკა, როლის ნაწილი უკვე მობილიზებულია, აქ არის „პარალონი“, კარვები გაიშლება, რომ სიცივემ არ შეგვაწუხოს. ყველანი ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა