თეგებით ძიება

„ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა...“ - ახალსოფელში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები

თი­ა­ნეთ­ში, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. დამ­ნა­შა­ვის დე­დამ 112-ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მალე მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნეს.

უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალი ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის, მას სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა